არაფერი ვიცით და გაგვიგია, ეშინია და იმიტომ არაა სახლში - ბადრი ესებუას ბიძა

გამოქვეყნდა:

გაექცათ თუ არა სამართდლამცველებს კიდევ ერთხელ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი, რომელიც ორი თვის წინ ნახევარი მილიონი დოლრით გაუჩინარდა. ესებუა ერთ ერთი ვერსიით, სოფელ ყულისკარში გუშინ, 21 დეკემბერს შალვა გულუას ავტომანქანით გადაადგილდებოდა. კომენდანტის საათის დროს, ადგილობრივებმა, სროლის და შეჯახების ხმა გაიგეს, თუმცა მომხდარის დეტალბი არავინ იცის. მანქანას ემჩნევა ნატყვიარი და მოხსნილი აქვს ნომრები.

ბადრი ესებუას ბიძა ადასტურებს, რომ გაქცეული თავდამსხმელი შალვა გულიუას და მის ოჯახს კარგად იცნობდა. შემთხვევის ადგილიდან გულუას კუთვნილი ავტომობილი უკვე გაიტანეს. "მთავარი არხთან" საუბრისას, პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის ჩატარება კატეგორიულად უარყვეს და თქვეს, რომ ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამოსაძიებლად მივიდნენ.

"არაფერი გაგვიგია, ჩვენთან ხმა არ მოსულა, არაფერი არ ვიცით. მშობლები ძალიან ცუდად არიან, ძალიან არიან შეწუხებულები, ავადაა მამა, უკვე წევს. შალვა გულუას მამა ჩემი მეგობარი იყო, ბადრი სულ სხვა ბიჭია, დღესაც არ ვარ დარწმუნებული, ეშინია და იმიტომ არაა სახლში", - ამბობს ბიძა, ნუგზარ ესებუა.

სოფელ გრიგოლიში, ბადრი ესებუას ოჯახის წევრებს კამერებთან გამოჩენა აღარ სურთ. 

ბადრი ესებუა სამართალდამცველებს, სავარაუდოდ, უკვე მეხუთედ გაექცათ. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებსთავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.

ცოტა ხნის წინ,12 დეკემბერს პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, უნდა შეხვედროდა, რასაც ოჯახი უარყოფს.

ბიძინა ესებუას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი