ჩატარდეს ექსპერტიზა და დაიწყოს გამოძიება - "ენმ" ირანულ ქვებს კორუფციას უკავშირებს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ირანული ქვების კორუფციული სქემა გაშიფრა - ქართული კომპანიის, "როიალ სტოუნ გრუპის" - საიდანაც "გრინსერვისმა" ქვები იყიდა - ერთერთი დამფუძნებელი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას, ნათესავია.

გარდა ამისა, როგორც "ენმ"-ში ამბობენ, ტომარაზე დატანილი წარწერა ამტკიცებს, რომ ქვები 2020 წლის ოქტომბერშია შემოტანილი. 

"გვაქვს 3 მოთხოვნა - დაიწყოს გამოძიება საერთაშორისო კორუფციულ ფაქტზე, ჩატარდეს ქიმიური ექსპერტიზა ირანული წარმოშობის ქვებზე, რადგან, დიდი ალბათობით, ესაა ქიმიურად დაბინძურებული, ჯანმრთელობისთვის საშიში ქვები და გასაჯაროვდეს ყველა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება მათ შემოტანას. ფაქტობრივად, ეს ქვები არის კონტრაბანდა ", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ირაკლი ნადირაძე.

კომპანია Arvand Petrochemical Company-ს , რომლისგანაც თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა შეიძინასანქცია 2019 წელს ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს ფინანსური მხარდაჭერისთვის აქვს დაწესებული.

ვინ და რატომ დაუწესა ირანულ კომპანიას სანქციები - ნახეთ აქ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა აშშ-ს სანქცირებული ირანული კომპანიისგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სოლიდური თანხით შეიძინა

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი