დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას ვიწყებ, არც ერთ პარტიაში არ გადავდივარ - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველოს" ბრიფინგზე დაადასტურა, რომ პარტიას ტოვებს. მისი თქმით, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს.

"მინდა, დავიწყო მადლობით "ევროპული საქართველოს" მიმართ. ესაა გუნდი, რომელშიც მე პრაქტიკულად დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება... პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. სათქმელიც არ არის, რომ არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ, მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში - ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი ძალის შექმნა. ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე, მტკიცე, ერთიანი, პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას", - თქვა ხოშტარიამ

ბრიფინგამდე ელენე ხოშტარიამ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება თანაგუნდელებთან კონფლიქტს არ უკავშირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი