ბაქრაძე ხოშტარიას წასვლაზე: სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა, პარტიის შიგნით ვიცოდით

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, ბრიფინგზე პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლას ეხმიანება. 

"ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვიცით, რომ პოლიტიკური ციკლის - არჩევნების - დასრულების შემდეგ ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე. ჩვენთვის ეს სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა; წინასწარ, პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული. წარმატებებს ვუსურვებ ახალ გზაზე. ვფიქრობ, მიზანი საერთოა - ნორმალური დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება. ეს არაა პარტიიდან გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს გამოაჩინოს", - თქვა ბაქრაძემ.

თავის მხრივ, ელენე ხოშტარიას თქმით, ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს და არც ერთ პარტიაში არ გადადის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი