"პატიმრებზე მზრუნველი" - ომბუდსმენი წულუკიანს პასუხობს და წარსულს ახსენებს 

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი თეა წულუკიანს პასუხობს და განუმარტავს, რომ ამნისტია პოლიტიკური აქტია და ომბუდსმენი მასში ვერ ჩაერევა.

ნინო ლომჯარიამ თეა წულუკიანს დღევანდელი კრიტიკის შემდეგ, სპეციალური განცხადებით უპასუხა.

ომბუდსმენი იუსტიციის ყოფილ მინისტრს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, პატიმრების პრობლემების შესახებ მომზადებულ ანგარიშებს ახსენებს, რომლებზეც წულუკიანს და მის სამინისტროს რეაგირება არ ჰქონია: 

შეიძლება განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, ამიტომ განვმარტავ, რომ:

• ამნისტია პოლიტიკური აქტია. ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი!
• ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხი. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, "პატიმრებზე მზრუნველი" მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ! - ნათქვამია ომბუდსმენის განცახადებაში.

 ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს - თქვა დღეს თეა წულუკიანმა და ნინო ლომჯარიას აპარატი გააკრიტიკა იმისთვის, რომ ამნისტიის კანონპროექტის განხილვას არ ესწრებიან

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი