განათლების კომიტეტის თავმჯდომარე სახალხო დამცველს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს.

თეა წულუკიანი ომბუდსმენის აპარატს მოუწოდებს დაესწროს იურიდიული კომიტეტის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს ამნისტიის პროექტის განხილვაში: 

უვადო პატიმრებს მინდა შევეხო. მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი, არ არის იმიტომ, რომ ჩვენ, მგონი სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. 

ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მე მინდა მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ" ამბობს წულუკიანი და ნინო ლომჯარიას უწყებას ახსენებს, რომ უვადო პატიმრები პირველ რიგში ომბუდსმენის აპარატის საქმეა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" მორიგ მასშტაბურ ამნისტიას ამზადებს და ცნობილია “სისხლის სამართლის კოდექსის“ ის კონკრეტული მუხლები, რომელსაც ის შეეხება. 

ამნისტია არ ეხება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი