დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მას შემდეგ გამოეყოფა აშშ-ის დახმარება, რაც სახელმწიფო მდივანი კანონის უზენაესობაზე ანგარიშს წარადგენს, ოპოზიციის შეფასებით, ადასტურებს, რომ შტატებში კარგად იციან აქაური პოლიტიკური ვითარებას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მას შემდეგ გამოეყოფა 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რაც სახელმწიფო მდივანი წარადგენს ანგარიშს საქართველოში კანონის უზენაესობის და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობის შესახებ.
დოკუმენტის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობდა, თუმცა 27 დეკემბერს უკევ პრეზიდენტმა ტრამპა მოაწერა ხელი.