აშშ 2020-2021 წლის კანონპროექტით საქართველოს $132 მილიონით დაეხმარება - ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ის 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის $132 მილიონიან დახმარებას ითვალისწინებს. 

"2020 წლის 10 ნოემბერს გასაჯაროვდა 2020-2021 ფისკალური წლის აშშ-ის საბიუჯეტო კანონის სენატის ასიგნების კომიტეტის ვერსია. საქართველოს დასახმარებლად 132 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა. პროექტის ამავე ქვეთავში ასევე მოქცეულია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი - კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობა, რომელთან მიმართებაშიც აშშ-ის გენერალური მდივანი დაადგენს და შესაბამის კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ან ცხინვალის დამოუკიდებლობა და ან მათთან დაამყარა რაიმე სახის ურთიერთობები. კანონპროექტი ცხადყოფს, რომ ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობა და მისი მთლიანობა აშშ-ის დღისწესრიგის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამასთან, საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მთლიანად ევროპის უსაფრთხოების ნაწილია", - ამბობს ზალკალიანი.

აქვე, გარდა ფინანსური დახმარების საკითხისა, ზალკალიანმა პომპეოს სამომავლო ვიზიტის მიზნები განმარტა და თქვა, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაღრმავებას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და რეგიონულ სტაბილურობას. 

შეგახსენებთ - გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი