
მორიგი თავდასხმა სახალხო დამცველის აპარატზე ხელისუფლების მხრიდან - ოპოზიციის შეფასებით თეა წულუკიანის განაცხადება საგანგაშოა. "ქართული ოცნების'' ოპონენტების აზრით, მმართველი გუნდი ცდილობს დააკნინოს ეს ინსტიტუტი, რადგან მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი. იუსტიციის ყოფილი მინისტის და ამჟამად დეპუტატის სამიზნე სახალხო დამცველი ამნისტიის კანონპროექტის განხილვის დროს გახდა. როგორც წულუკიანმა სხდომაზე განაცხადა ,,ქვეყანას არ ჰყავს სახალხო დამცველი''.
"ეს არის პირდაპირი თავდასხმა სახალხო დამცველის ინსტიტუტზე, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუზე ჩვენ სახელმწიფოში და ზოგადად ეს პირველი შემთხვევა არაა, სახალხო დამცველს ყოველთვის ერჩიან, რადგან მისი ანგარიშები პარლამენტში ყოველთვის იყო ძალიან მწვავე კრიტიკის და შემდეგ თავდასხმების ობიექტი. განსხვავებული აზრი ყოველთვის მიუღებელია, ქართული ოცნებისთვის, მათი მიზანია ყოველთვის იბატონონ, ხოლოდ თვითონ", - თქვა ენმ-ს ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.
"ევროპული საქართველს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ ჩამოშალა და დაასუსტა ყველა ინსტიტუტი და და დაარღვია ყველა ინსტიტუცია. მისი აზრით, სახალხო დამცველზე მსგავსი შეტევები ნიშნავს, რომ
"სახალო დამცველზე ასეთი შეტევები ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება აგრძელებს ინსტიტუტების ნრგევის პოლიტიკას, ანუ ყველა ის ადამიანი, ის ინსტიტუცია, რომელიც არ იზიარებს სრულად ქართული ოცნების პოლიტიკას, მათთვის არის მტრები და დაპირისპირების ობიექტი, ეს არის უაღრესად საგანგაშო ნიშნა", - თქვა დავით ბაქარაძემ.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე სახალხო დამცველს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს. თეა წულუკიანი ომბუდსმენის აპარატს მოუწოდებს დაესწროს იურიდიული კომიტეტის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს ამნისტიის პროექტის განხილვაში.
ამ განცხადებას უპასუხა თავად სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, პატიმრების პრობლემების შესახებ მომზადებულ ანგარიშები გაახსენა, რომლებზეც თეა წულუკიანს და მის სამინისტროს რეაგირება არ ჰქონია.