წულუკიანი ცდილობს მსგავსი თავდასხმებით უპასუხოს კრიტიკას - ყოფილი ომბუდსმენები

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანს ყოფილი სახალხო დამცველები ამ ინსტიტუტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით იუსტიციის ყოფილი მინისტრის გამონათქვამები სცილდება კონსტრუქციული კრიტიკის საზღვრებს. ყოფილი ომბუდსმენების აზრით, თეა წულუკიანი მიზანმიმართულად ცდილობს ნინო ლომჯარიას მიმართ ნდობის შესუსტებას და ამით ინსტიტუსაც აზარალებს.

"კონსტრუქციული კრიტიკა აუცილებელია, მათ შორის სახალხო დამცველისაც, მაგრამ რასაც ვხედავ, წლების განმავლობაში, უფრო მეტად თავდასხმის სახეს ღებულობს ინსტიტუზე. რეალურად, წულუკიანი ცდილობს კრიტიკას ასეთი თავდასხმებით უპასუხოს, ეს იყო ადრეც, მათ შორის ჩემი მუშაობის დროსაც და სამწუხაროდ ეს პრაქტიკა გრძელდება", - თქვა უჩა ნანუაშვილმა.

კიდევ ერთი ყოფილი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში ამბობს, რომ ეს ყოველგვარი ცივილური საზღვრების მიღმაა. 

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე სახალხო დამცველს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს. თეა წულუკიანი ომბუდსმენის აპარატს მოუწოდებს დაესწროს იურიდიული კომიტეტის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს ამნისტიის პროექტის განხილვაში. 

ამ განცხადებას უპასუხა თავად სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, პატიმრების პრობლემების შესახებ მომზადებულ ანგარიშები გაახსენა, რომლებზეც თეა წულუკიანს და მის სამინისტროს რეაგირება არ ჰქონია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი