ჩავარდნილი სეზონის გასაპროტესტებლად ფერმერმა აჭარის მთავრობის სახლთან მანდარინი მიიტანა

გამოქვეყნდა:

აჭარის  მთავრობის სახლის წინ ქობულეთელმა ფერმერმა, რომან ღაღაიშვილმა სიმბოლურად ორი ყუთი მამდარინი მიიტანა. ამ პერფორმანსით ფერმერმა ციტრუსის ჩავარდნილი სეზონი გააპროტესტა. ფერმერი ამბობს, რომ მოკრეფა 30 თეთრი დაუჯდა, თუმცა მოსავალას ამ დრომდე ვერ ყიდის და სახლში ულპება.

ფერმერი აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე დაკეტილია საზღვრები და ფიზიკურად მყოდველი არ არსაებობს.  

ოპოზიციის წევრებმა თორნიკე რიჟვაძეს სეზონის დასაწყისი გაახსენეს. ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედერაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მისი დაპირებები შეახსენა, რომ ციტრუსის ფასი იქნება მინუმუ 80 თეთრი და რომ არც ერთი ფერმერი არ დარჩება რეალიზაციის გარეშე.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი