დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსით დაახლოებით 20 000-მდე სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირი დაინფიცირდა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები რამდენიმე თვის წინაც ამბობდნენ, რომ შეიძლება გვქონოდა საწოლები, აღჭურვილობა და სასუნთქი აპარატები, თუმცა პრობლემა უკვე სამედიცინო პერსონალის რაოდენობა იქნებოდა.
ექიმები, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საგანგაშო მაჩვენებლია, ისინი ხელსიუფლებას იმ შეცდომებს ახსენებენ, რაც პირველი ტალღის შემდეგ დაუშვეს - არ გადამზადებულა სამედიცინო პერსონალი.
"გადამზადება უნდა ყოფილიყო პერმანენტული, მაგრამ ეს პერიოდი დაკარგეს, შესაბამისად, გვაქვს შედეგი, რომ დაახლოებით, 10% ინიფირებულებისა, არის მედპერსონალი. რეაგირების გეგმა არ არსებობდა, არ არსებობდა დატრენინგებული მედპერსონალი შესაბამისად, დადგა ის შედეგი, რაც დღესაა", - ამბობს, ენმ-ს წევრი, ლევან ანთაძე.
გენეტიკოსი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ცალკეული რიცხვი დიდია, თუმცა არ ვიცით ის რამდენი პროცენტია მოქმედი პერსონალის.
"სისტემის დანაშაულია, რომ მან არ უპატრონა საკუთარ თანამშრომლებს, არ უპატრონა ყველაზე მთავარს ქვეყანაში პანდემიის დროს, მედპერსონალი თუ დაავადდა, მერე გინდა ხვრინვის აპარატები ვიყიდოთ, გინდა ელექტრო პეპერები", - თქვა გიორგი ჩალაძემ.
იმნაძის თქმით, 20-ზე მეტი თანამშრომელი დაინფიცირდა ლუგარის ცენტრში, სადაც ამჟამად 2 მოქმედი ინფიცირებულია. იმნაძის თქმით, ლუგარში შიდა გადაცემა არ ყოფილა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 638 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.