ეკონომიკის დანაკლისი 800 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება - ვანო მაჭავარიანი

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის, განცხადებით, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. რის გამოც წელს ეკონომიკის დანაკლისი 800 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება. 

რაც შეეხება საგარეო ვალს, მაჭავარიანი ამბობს რომ  2021 წელს ვალი არა 5 მილიარდ 279 მილიონით, არამედ დაახლოებით, 2 მილიარდ 479 მილიონი ლარით გაიზრდება.

"თუ შევადარებთ, რა იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის მოცულობა პანდემიის გარეშე და რა იქნებოდა პანდემიის ეფექტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 4 მილიარდი ლარი დაკარგა, ხოლო 2020-21 წლებში ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდი ლარი იქნება", - თქვა ვანო მაჭავარიანმა. 

მაჭავარიანმა დღეს, 29 დეკემებრს პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროქტის წარდგენისას განაცხადა, რომ ბიუროკრატიაში ხარჯები დაბალია და ჩინოვნიკებს ისეთი დაბალი ხალეფასი აქვთ, რომ ეს 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი