
მმართველ პარტიას, უფლის წყალობისა და ტურიზმის აღდგენის იმედი აქვს. განცხადებები ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთეს. კახა კახიშვილმა ეკნომიკის დანგრევაში დღეს ბანკები დაადანაშაულა.
თუ ბანკები დღეს არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაცა ტიპის შეღავათებზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ ჯობია დღეს ცოტა ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულები და გააკოტრონ ისე ქვეყანა, რომ წლების განმავლობაში ვეღარ ადგება - ამბობს კახიშვილი
ერთპარტიულმა პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა