ერთპარტიულ პარლამენტში მარტო დარჩენილი ქართული ოცნება გაყალბებული არჩვენების შედგების ლეგიტიმაციისთვის ახალ შეთავაზებას ამზადებს. მთავარი არხის ინფორმაციით, მმართველი პარტია ოპოზიციას პარლამენტში შესვლას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილეობას სთავაზობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 48 % ზე ნაკლებ შედეგს მიიღებს, რიგგარეშე არჩვენებს დათანხმდება. ინფორმაციას, რომ ასეთი წინადადება არსებობს, ადასტურებს ორი ოპოზიციური გაერთიანება - ალეკო ელისაშვილის მოქალქე და გირჩის ერთი ნაწილი. ორივე მათგანისთვის ხელისუფლების წინადადება მისაღებია.
ელისაშვილის და გირჩის წევრებისგან განსხვავებით ამ ინიციატივაზე არაფერი სმენიათ დანარჩენი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ რომ მმართველი პარტია ყველა შესაძლო გზით ცდილობს ოპოზიციის პარლამენტში შეტყუებას და ეს მხოლოდ საკუთარი იმიჯის გადარჩენას და ოპოზიციის დისკრედიტაციას ემსახურება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ ინიციატიავზე დათანხმებას არ აპირებენ და საკუთარ პოზიციაზე მყარად დგანან.
მმართველი პარტიის ლიდერები ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩვენები არც ახლა და არც მომდევნო წელს არ იქნება. ხელისუფლებაში ამბობენ რომ ბოიკოტი ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს არ ქმნის და ახლა ქვეყნის მთავარი გამოწვევა მხოლოდ პანდემიასთან ბრძოლაა.
მიიღებს თუ არა ელისაშვილი და გირჩი ხელისუფლების შემოთავაზებას ეს არავინ იცის. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ გარდა, სრული ოპოზიციური სპექტრი ამ ინიცატივას არ ეთანხმება, მხოლოდ ორი პარტიის თანხმობის შემთხვევაში ხელისუფლება პარლამენტის ლეგიტიმაციას ვერ მოახერხებს.