ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად იქნებიან ახალი სახეებიც - ელენე ხოშტარია მომავალ პოლიტიკურ პარტიაზე

გამოქვეყნდა:

ელენე ხოშტარიასთვის მთავრი მიზანი "ევროპული საქართველოს" დატოვებისა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყების შემდეგ მთავარი მიზანი პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენაა.

ხოშტარია ამბობს, რომ აუცილებლად იქნება მისი პოლიტიკური პარტია, სადაც უკვე ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად, ახალი სახეებიც შევლენ.

რაც შეეხება ევროპული საქართველოდან წამოსვლის მიზეზს, ხოშტარია ამბობს, რომ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, რადგან მისი ბრძოლის მეთოდები პარტიულისგან განსხვავდებოდა - "მე მივხვდი რომ იქ უნდა გამომეწვია ბევრი კონფლიქტი და შეიძლება შედეგისთვისაც ვერ მიმეღწია" - ამბობს ხოშტარია.

"ღამის მთავარში" საუბრისას ხოშტარია ასევე ამბობს, რომ სურვილი აქვს სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებთან, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს. 

“დღეს არის დაკვეთა, რომ პარტიულ ხაზებს მიღმა ჩვენ შევძლოთ თანამშრომლობა და ეს დაკვეთა ჩვენ უნდა შევასრულოთ. მე და ხატია ვართ ერთად აქტიურები ახალგაზრდებთან ურთიერთბაში, დიდი სურვილი მაქ ზურა ჯაფარიძესთან ერთად კონკრეტულ პლატფორმებზე, მათ შორის შინაარსობრივ პლატფორმებზე გავაკეთოთ რაღაცეები ერთად...სიამოვნებით გიორგი ვაშაძესთან ერთად ვისაუბრებდი იმ იდეებზე..." ამბობს ხოშტარია.

მისივე თქმით, ხალხში უკმაყოფილება დიდია, თუმცა ოპოზიცია ვერ გახდა უკმაყოფილი ხალხისთვის "მაგნიტი", რადგან არსებობს კომუნიკაციის პრობლემა.

“მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად განწყობილი ხალხი და უკმაყოფილო ხალხი ბევრია, ყველა ამ ხალხის მაგნიტი ჩვენ ვერ გავხდით. ხშირ შემთხვევაში გვგონია, რომ ხალხთან კომუნიკაცია არის მარტო წინასაარჩევნო პერიოდში და მარტო კარდაკარი. ესეც არ არის საკმარისი”, - ამბობს ხოშტარია

ელენე ხოშტარიას თქმით, მისი პოლიტიკური პლატფორმის იდეა და მიზანი იქნება ხალხში სამართლიანობის განცდა გააჩინოს:

“უსამართლობას რომ წინ უდგება ადამიანი, მან უნდა იცოდეს, რომ ჰქონდეს ოპოზიციის იმედი. ოპოზიცია უნდა იყოს საიმედო ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ ამას ჯერ ვერ ვაკეთებთ. ერთი ადამიანის მიმართ უსამართლობა, ნიშნავს უსამართლო სახელმწიფოს”, - ამბობს ხოშტარია.

ოპოზიციური პოლიტიკოსის თქმით, ბევრი არაპოლიტიკოსი ადამიანია, რომელიც დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ებრძვის და გამოხატავს პრორტესტს საკუთარი საქმიანობით და ასეთ ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა:

“უამრავი ნიჭიერი პროფესიონალია, რომელიც არსებითად სისტემას ებრძვის იმიტომ, რომ ის შინაგანად ატარებს არასაბჭოთა საქართველოს და არ მოსწონს ეს რეალობა. ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ მათთვისაც არსებობს ეს პლატფორმა",- ამბობს ხოშტარია.

ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველო" გუშინ, 28 დეკემბერს დატოვა.

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი