დაცვის უფლების დარღვევა - ივერი მელაშვილის ადოკატს მის წერილობით კომენტარებს არ აძლევენ

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ გლდანის N8 დაწესებულების ადმინისტრაცია არ აძლევს უფლებას, საქმეზე მელაშვილის წერილობითი კომენტარები გამოიტანოს.

ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ეს კანონის უხეში დარღვევაა. ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ივერი მელაშვილსა და მის ადვოკატს კომუნიკაციის უფლება მხოლოდ ციხის ტელეფონით აქვთ. უფლებადამცველი ამბობს, რომ მათი საუბარს უკანონოდ ისმინება. 

"ეს ივერი მელაშვილის დაცვის უფლების დარღვევაა. ადმინისტრაციამ უკვე მეორედ არ მოგვცა საშუალება მელაშვილის წერილობითი მოსაზრებები რომ გამოგვეტანა", - ამბობს მარიკაშვილი.

კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი