ნატალია ილიჩოვა ღარიბაშვილსა და გახარიას მადლობის ნიშნად დაჯილდოებული ჰყავთ

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვას ირაკლი ღარიბაშვილისგან შს მინისტრობის დროს, მადლობის სიგელი აქვს მიღებული, ხოლო გახარიასგან , ასევე შს მინისტრობის დროს - სამკერდე ნიშანი. 

ინფორმაციას და სიგელების ასლებს ფეისბუქზე საქმის ადვოკატი და იურისტი, გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს

ცნობისთვის, ნატალია ილიჩოვა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და საზღვრის დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს ყავს მადლობის სიგელით დანაჯილდოები, ხოლო უმწიკვლო სამსახურისთვის კი, სამკერდე ნიშნით - გიორგი გახარიას.

ნუთუ, ოდნავ მაინც არ აწუხებთ სირცხვილის გრძნობა იმის გამო, რასაც ახლა ამ ადამიანს უკეთებენ." წერს მშვენიერაძე.

ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 30 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა და არ გაითვალისწინა 214 ადამიანის ხელმოწერილი თავდებობა.

წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

სწორედ მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილია მათ საქმეში ერთ ერთი საკვანძო ფიგურა, რომლის დაკთხვასაც ადვოკატები ითხოვენ, თუმცა ამაოდ. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის წერილის საფუძველზე დაიყო პროკურატურამ გამოძიება და 2 მეცნიერი დააპატიმრა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი