19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში, ვახტანგ ჩიქოვანზე ძალადობის მუხლით გასამართლებულ სამი პირს შესაძლოა, კანონით გათვალისწინებული შეღავათი შეეხოს.
თავად ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანახმაა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ ირაკლი წაქაძეს, საბა გოგშელიძესა და საბა ჩხარტიშვილს.
"ვახტანგ ჩიქოვანთან გავიარე კონსულტაცია და ჩვენ ასე შევთანხმდით, რომ დღეს მე კანცელარიაში უნდა დამხვდეს, ვახტანგ ჩიქოვანის ხელმოწერილი დოკუმენტი, კერძოდ თანხმობა იმის შესახებ, რომ საბ ბრალდებულზე თანახმაა შეეხოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათი, მათ შორის საპროცესო გარიგებაც და ეს თანხმობის წერილი უნდა დამხვდეს გლდანის ციხეში, კანცელარიაში" – ამბობს ჩიქოვანის ადვოკატი
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა.
გური ამირხანაშვილს თავისი ძმაკაცი რომ მოეძებნა, გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი იქნებოდა - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება.