
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლადო კახაძე გამოდის ინიციატივით, ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი პიროებები შეთავაზებით - პროექტის განხორციელების პარალელურად თითო რაიონში თითო საბავშვო ბაღის მშენებლობა.
"ვიცი, რომ ყველა ვეძებთ რესურსებს, რამეთუ ნებისმიერი კეთილშობი იდეა განსახორციელებლად თხოულობს კაპიტალურ, მატერიალურ რესურს. მე მექნება ასეთი წინადადება, იქნებ, სამინისტროში შეიქმნას ჯგუფი, კომიტეტიც დამეთანხმება, ამის კორექტირებაში ვიმუშაოთ ერთად, იქნებ მოვახდინოთ ასეთი რამე, ინვესტორებისთვის შევქმნათ ხელსაყრელი პირობები, გაუმჯობესებული ვარიანტი და შეთავაზება: ნებისმიერი პროექტის განხორციელების პარალელურად, ერთი კეთილშობილური ზრახვა - თითო რაიონში გააკეთოს ახალი საბავშვო ბაღები და ამ კუთხით იქცეს ჩვენი შეთავაზება ლიბელარიზაციის კუთხით და თანადგომად. ეს იქნება საერთო ინტერესი და ამით ისარგებლებენ ბავშვები და მშობლები", - თქვა ლადო კახაძე,მ.
ეს ინიციატივა დეპუტატმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.