თუ შიგნით არ არიან, გარედან მაინც დაუჭირონ მხარი - ლადო კახაძე ოპოზიციის მისამართით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენა მიმდინარეობს, ეკონომიკური დანაშაულის ლიბერალიზაციის ინიციატივით გამოვიდა და "გარეთ დარჩენილებს", ანუ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, მოუწოდა, "გარედან მაინც დაუჭირონ მხარი ამ კეთილშობილურ აქტს"

"მივესალმები და მადლობას ვუხდი ინიციატორებსა და მთელ იმ ადამიანთა კოჰორტას, რომელიც ამას პროფესიულ ანალიზს უკეთებს და მერე მზა პროდუქტად დაუბრუნებს როგორც წამალს, საზოგადოებას, ეს არის უდავოდ ჰუმანური, მაგრამ ამავე დროს, კეთილშობილური და დიდად პასუხისმგებლიანი აქტი, აქ სწორად იყო აღნიშნული: ერთი რომ ადამიანი სწორად იყოს პასუხმიგებული სახელმწიფოს მხრიდან, მასზე ზრუნვა გრძელდებოდეს იქაც, სადაც არის, დასჯის პირობებში, რაც დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში რადიკალურად განსხვავდება, და მეორე: უკვე მისი პოასუხისმგებლობა გარეთ გამოსვლის პირობებში, როცა საზოგადოებასთან ურთიერთობა უნდა გააგრძელოს რესოციალიზაციის პირობებში და ამისთვის მზაობა არის. იქნებ, ეკონომიკური დანაშაულების მიმართაც ჩვენი ლიბერალური დამოკიდებულება გამოვხატოთ, თქვენ პროფესიონალი ბრძანდებით, მე ჩემს აზრს მოგახსენებთ, და რაც მთავარია, მე მხარს დავუჭერ იმ მუხლების გაზრდას, რომელიც ადამიანის კარგად გააზრებულ, პასუხისმგებლიან თავისუფლებაზე იქნება ორიენტირებული და მინდა შევეხო ერთ ტკივილიან თემას, აქ ცარიელი სკამები ახსენეს და ამ საქმეში მაინც ვიყოთ ერთიანები და თუ აქ, შიგნით არ არიან, გარეთ ვინც იქნება, იქნებ გარედან მაინც დაუჭირონ მხარი ამ კეთილშობილურ აქრტს და ეს იქნება ერთი მოკრძალებული ნაბიჯი ჩვენი გაერთიანებისკენ", - განაცხადა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" უხუცესმა დეპუტატმა ლადო კახაძემ. 

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული ამნისტია, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილს ან მის კონკრეტულ ქვეპუნქტებს შეეხოს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა

აქვე გეტყვით, რომ კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი გულისხმობს ნარკოტიკური საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერერებების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას განსაკუთრებული დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

ამავე კანონპროექტთან დაკავშირებით კი კიდევ ერთ დეპუტატი უმრავლესობიდან დიმიტრი ხუნდაძე, გამოდის ინიციატივით, რომ ოჯახში მოძალადეთა ნაწილს ამნისტია შეეხოს და ისინი გათავისუფლდნენ. ეს მოსაზრება მან პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი