ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ივანიშვილის ინტერესები იქნებოდა? - ოპოზიცია დენის გაძვირებაზე

გამოქვეყნდა:

ხალხის უფრო მეტად გაღარიბება - ასე აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპროტის უკან ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი დგას. კომპანია "ელგრინი", რომლის საქმეც ფაქტობირვად მხოლოდ ხელშეკრულებების გაფრომებაა მილიონობით ლარს შოულობს. 2016 წლიდან დღემდე მან 35 მილიონი დოლარის მოგება ნახა. სქემა "თავისუფლების მონიტრომა" გაშიფრა

"ელგრინმა" 2019 წელს 44 მილიონ დოლარად შეიძინა ელ.ენერგია და საქართველოში 55 მილიონ დოლარზე მეტად გაყიდა.

"ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ივანიშვილის ინტერესები იქნებოდა ჩადებული თუნდაც ტარიფის გაძვირებაში? უჩა მამაცაშვილის პირდაპირი ინტერესებია, რომელიც უკავშირდება სწორედ ამ ადამიანების გამდიდარებას. ნებისმიერი ფინანსური ინტერესი რაც ამ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს უკავშირდება ივანიშვილს ან მისი ოჯახის წევრებს", - ამბობს ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, ელექტროენერგიის გაძვირება გარდაუვალი გახდა და ამ ვითარებაში, რომ ივანიშვილი, მისი ნათესავები და მაღალჩინოსნები მოგებას ნახავენ არ უნდა გაგვიკვირდეს. 

"ელგრინი საერთოდ არ გამიგია, დანარჩენი ეგეთი სპეკულაციები ბევრი მოგვისმენია, მაგრამ მერე ირკვევა ხოლმე, რომ ყველაფერი არის ტყუილი", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კობახიძე. 

 დოკუმენტები, რომელიც "ელგრინს" უკავშირდება გასაიდუმლოებულია, "თავისუფლების მონიტორი" მათ მოპოვებას ერთი წლის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა.

ავტორი: ნანიკო სისვაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი