არასერიოზული ღლაპია, ფაქტია, რომ "ოცნება" არის მარტო - უგულავა კობახიძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მმართველი გუნდიდან კობახიძის განცხადებაზე, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერს პარლამენტში შესვლა სურს და ხელფასის აღების მოთხოვნით აპარატს მიმართეს, არასეროზული ღლაპის საუბარს უწოდებს.

"კობახიძეზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, არასერიოზული ღლაპია და მხოლოდ და მხოლოდ საუბრობს იმისთვის, რომ მერე თქვენ, ჟურნალისტებმა ამაზე იალპარაკოთ. სინამდვილე არის ის, რომ ქართული ოცნება არის მარტო, მათ არ ეყოთ პოლიტიკური ერთი ადგილი, რომ ახლავე განეხილათ ჩვენი, 55 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, მათ არ ეყოთ თავი, რომ ის რაც იბლატავეს, ქუჩის ბიჭებივით, რომ მაგარ კანონს მივიღებთ, დაფინანსებას ჩამოგართმევთ, ნაცმოძრაობას გავუუქმებთ რეგისტრაციას, სადაა ახლა ეს კანონები, რატო არ იხილავენ, იმიტომ, რომ ეშინიათ", - თქვა გიგი უგულავამ. 

"ქართული ოცნების" ერთ ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა პარლამენტს ანაზღაურების აღების მოთხოვნით მიმართა და მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის სურვილი აქვთ. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა. კობახიძის აზრით, ეს აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებშიც არის შემოსვლის მზადყოფნა და პროცესი დაიძვრება. 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი