"ქართული ოცნების" ერთ ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა პარლამენტს ანაზღაურების აღების მოთხოვნით მიმართა და მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის სურვილი აქვთ. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა.
"საინტერესო ინფორმაცია თქვენთვის, ზოგიერთმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით, ოპოზიციური დეპუტატებიდან. დეპუტატებს აქვთ სურვილი შემოსვლის და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულგინი, საბოლოო ჯამში, ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან. მიმართეს საფინანსო საფინანსო დეპარტამენტს და მოითხოვეს ხელფასები იმ დეპუტატმება, რომლებიც თითქოს ამბობენ, რომ არ უნდათ პარლამენტში შესვლა, დანარჩენი თქვენთვის მომინდვია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის აზრით, ეს აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებშიც არის შემოსვლის მზადყოფნა და პროცესი დაიძვრება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ დრომდე არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ შესულა. დეპუტატების ნაწილს ხელფასი მაინც ჩაერიცხათ, "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ თანხა სრულად დააბრუნა ხაზინის ანგარიშზე, ხოლო "ენმ ძალა ერთობაშიას" წვრმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ საფიქრალი გაუჩნდა, რა უყოს ამ თანხას. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი.
რაც შეეხება პარლამენტის აპარატს, განმარტება მანაც გააკეთა. მათი ინფორმაციით, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატს.