ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის გამო - გზავნილები, რომელიც საჯარო მოხელეებთან ერთად, სხვა მოქალაქეებსაც გაეგზავნათ და რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებას მოიცავდა , რომ "ევროპულ საქართველოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი - სხვა ჯგუფში ჩავარდა, სინამდვილეში კი, პრესსამსახურის განმარტებით ეს მესიჯები ყოველდღიური მედიამონიტორინგისთვის იყო განკუთვნილი, სამინისტრო კი, მათივე განმარტებით, ფართო მასებს მსგავს შეტყობინებებს არ უგზავნის.
"შემთხვევითაა ჩავარდნილი ყოველდღიური მონოტორინგი, რომელიც იგზავნება ბევრი რაოდენობით, მთელ მედია სივრცეში რა ხდება, სხვადასხვა საიტებიდან, რაც კი ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვეულებრივი მედიამონიტორინგი რაცაა.
იქვე გაკეთდა განცხადება, რომ ეს არის ხარვეზი, ყოველდღიური მედიამონიტორინგის მასალა ჩავარდა სხვა ჯგუფში, რომელიც ამ შემთხვავში არის გაუქმებული, არანაირ მოქალაქეებს და მოსახელობას ესეთი მესიჯები არ ეგზავნებათ", - ამბობს პრესსამსახური.
მისივე განცხადებით, არ შეიძლება, რომ მსგავსი შეტყობინება ისეთ მოქალაქეს მიეღო, რომელსაც ფინანსთა სამინისტროსთან შეხება არ ჰქონია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეტყობინება მიუვიდათ მათაც, ვისაც სამინისტროსთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია:
სამინისტროს პიარის წარმომადგენელი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ როცა ხარვეზის შესახებ გაიგეს, დაახლოებით, 15 წუთში განაცხადეს, რომ ეს მესიჯი მედიამონიტორინგისთვის იყო განკუთვნილი.