იქეთ გადავუგრიხავთ ყველაფერს, არანაირი რესურსი არ აქვთ - კობახიძე ენმ -ევ.საქებზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას რესურსი აღარ აქვს და "ოცნება" "ყველაფერს გადაუგრიხავს" მათ. 

აქვე მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამბობს, რომ "ოცნებას" რამდენიმე სვლის საშუალება აქვს, ხოლო ოპოზიციას - "ორად ორი გამოსავალი - ცუდი და უარესი. ცუდი არის შესვლა, უარესი - არშესვლა”

"მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნებას” ხელი გადაუგრიხონ, იქეთ გადავუგრიხავთ ყველაფერს. “ნაცმოძრობასაც” და “ევროპულ საქართველოსაც” უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი, არჩევნების შედეგებმაც აჩვენა" - თქვა პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ.

კითხვაზე  მოლაპარაკებების განახელბასა და ოპოზიციის დაყენებულ პირობებზე, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, კობახიძე ამბობს, რომ ყველაფერი ცხადია, და არა არჩევნები, არამედ არჩევნების გაყალებებაზე საუბარი "გაყალბდა". 

"რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რაც იყო ოპოზიციის მხრიდან დაყენებული, ამასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი გავეცით, რომ გადამოწმდება არჩევნების შედეგები და თუ გამოჩნდება მიზერული გადახრა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ამ შემეთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. თუმცა ამაზე შეიკავეს თავი ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა ძალებმა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავდათ საკუთარი წევრი ყველა კომისიაში და კარგად იციან, რა ხდებოდა კომისიებში, ანუ იციან, რომ არ გაყალბებულა. მათ უკვე სათქმელი არაფერი აქვთ. გაირკვა, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, გაყალბდა გაყალბებაზე საუბარი. ისინი ყალბად საუბრობენ გაყალბებაზე”, - თქვა კობახიძემ.

დღესვე მედიასთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბოკერია-სააკაშვილთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, თუმცა, გაივლება ზღვარი პოლიტიკურ ძალებს შორის და ის ვინც გამარჯვებულის მხარესაა, მათთან საუბარი შეიძლება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერს შემოსვლა სურს, ანაზღაურებაზე განცხადება შემოიტანეს - ესეც ირაკლი კობახიძის განცხადებაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი