"მთავარმა არხმა", მანამდე კი "თავისუფლების მონიტორმა" ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინეს, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტორენერგიის უკან ოლიგარქის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი დგას.  

სქემა მარტივია. საქართველო, რომელიც დენს პირდაპირ ყიდულობდა აზერბაიჯანიდან, ახლა ამას შუამავლის საშუალებით აკეთებს.

2016 წლიდან ელექტროენერგიას მამაცაშვილთან დაკავშირებული კომპანია, "ელ გრინი" იაფად ყიდულობს და ძვირად გვაძლევს.

ჟურნალისტებმა შუამავალი კომპანიის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც აზერბაიჯანულ მხარეს ოფიციალურად ჰკითხეს. 

მიუხედავად აზერბაიჯანული მხრიდან ინფორმაციის გასაჯაროებისა, ქართული ოცნება მას ისევ მალავს. 

სამაგიეროდ ამის შესახებ კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა, რასაც ეს ინტერვიუც ადასტურებს.

ღია წყაროებში კომპანია "ელ გრინზე" თითქმის არაფერია ცნობილი. საჯარო საბუთების მიხედვით ის ხან კვიპროსში, ხან კი არაბეთშია დარეგისტრირებული. 

კომპანიის საბჭოს წევრი ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელია, ასევე საბჭოს წევრია  მამაცაშვილების ოჯახის ბიზნეს პარტნიორი სულხან პაპაშვილი, რომელმაც 5 მილიონი ლარით უზრუნველყო უჩას ძმის, არჩილ მამაცაშვილის იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი ბაგებში. 

ექსპერტები ელიტურ კორუფციაზე დიდი ხანია საუბრობენ და არ უკვირთ, რომ სწორედ ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს ასაიდუმლოებს. 

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა შუამავალმა კომპანიამ 44 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ელექტროენერგიის შესასყიდად და ქართულ მხარეს ის 55 მილიონ დოლარად მიჰყიდა. 

4 წლის განმავლობაში კომპანიას 35 მილიონი აშშ დოლარი მოგების სახით დარჩა. საქართველოს მოსახლეობას კი ელექტოროენერგია გაუძვირდა. 

მაღალშემოსავლიანი კორუფციული სქემების შესახებ დიდი ხანია ღიად საუბრობს ლევან გოგიჩაიშვილი, მაგრამ ფაქტებს კონკრეტული უწყებებისგან რეაგირება არასდროს მოჰყოლია. 

ივანიშვილმა იმპორტის გარდა თავისი კორუფციული ქსელი რეალიზაციაშიც გააბა და იმ კომპანიის მეწილე გახდა, რომელსაც ელექტროენერგიის პროვაიდერებზე მიყიდვა ევალება. 

ეს კომპანია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული "ესკოა", სადაც ივანიშვილის პარტნიორობის ფონდი მეწილეა. ესკო მიერ საბალანსო ელექტროენერგიის ფასის გაზრდის გამო, კომპანიების “თელასის” და “ენერგო პროს” ხარჯი გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა საქართველოს მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებრლი.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი