პარტიის წარმომადგენლისთვის მთავარი დარღვევის დადგენა იყო, რომ მერე სასამართლოში იდაონ - "მთავარის" იურისტი მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ "ქართული ოცნების" საჩივარი განიხილა, "მთავარი არხი" სამართალდამრღვევად სცნო და წერილობითი გაფრთხილების გადაწყვეტლილება გამოიტანა, რადგან სამართალდარღვევა პირველადი იყო - ასე დასრულდა მმართველი პარტიის საჩივრის განხილვა კახა ბექაურის უწყებაში. 

შეგახსენებთ, ბექაურის უწყებამ  "ქართული ოცნების" საჩივარი განიხილა, რომლითაც მმართველი პარტია "მთავარი არხის" მიერ არჩევნები2020-ზე უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფაზე უარს აპროტესტებდა. 

"რადგან საარჩევნო კოდექსში ვერ მოძებნეს შესაბამისი მუხლი, მას გვერდი აუარეს და იხელმძღვანელეს მაუწყებლის შესახებ კანონით, ამ კანონის მიხედვით პირველ ჯერზე გაფრთხილებაა გათვალისწინებული, თუმცა, ეს ნიშნავს, რომ მომავალ ჯერზე მსგავსი შემთხვევის დროს, უკვე ფინანსური ჯარიმა გამოიყენონ, რაც ძალიან ცუდია. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში არ იყო დარღვევა, ვინაიდან უფლებათა შეპირისპირების საკითხში, გამოხატვის თავისუფლება გადაწონიდა და ჩვენს შემთხვევაში ეს იყო უფრო მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი მიდგომა არ იყო დისკრიმინაციული. სამწუხაროდ, კომისიამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაც შესაძლოა, მომავალში იყოს უფრო მძიმე გადაწყვეტილების პრეცენდენტი და პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, მათთვის მტავარი იყო დარღვევის დადგენა, რომ შემდგომ უკვე ედავა სასამართლოში", - განაცხადა "მთავარის" იურისტმა თამთა მურადაშვილმა. 

"მთავარი არხი" არ იყო ერთადერთი, რომელიც სანქცირებულ მაუწყებელთა შორის მოხვდა. დღეს მარეგულირებელმა კომისიამ, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" საჩივრის საფუძველზე, დღის ეთერში სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" განთავსებისთვის დააჯარიმა ტელეკომპანია "ფორმულა", მიიჩნია რა, რომ სერიალის შიგთავსი უხამს ლექსიკას შეიცავდა და დაირღვა მაყურებელთა ასაკის განსაზღვრის, კანონით დაწესებული ცენზი. 

კომისია არ დაეთანხმა "ფორმულის" წარმომადგენლის პოზიციას, რომ სერიალში გამოყენებული ლექსიკა პერსონაჟების მახასიათებელია და კონტექსტით არის გამართლებული.

კომისიის წევრებმა არ გაითვალისწინეს ასევე მაუწყებლის წარმომადგენლის თხოვნა, რომ არ მომხდარიყო ფინანსური სანქცირება, იმ პირობით, რომ მომავალში "ფორმულა" წინასწარ გაეცნობა სერიებს და ამოჭრის ან ტექნიკურად გადაფარავს უხამსი ლექსიკის შემცველ ფრაზებს.

ამასთან, კომისიამ დღეს არ დააკონკრეტა, თუ რა თანხით განისაზღვრა ტელეკომპანია "ფორმულისთვის" დაკისრებული ჯარიმა. 

"მთავარ არხთან" დაკავშირებით კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის მიმართ სანქციები მმართველი პარტიის ერთერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დააანონსამან მარეგულირებელ კომისიაში საჩივრის შეტანა არ იკმარა და "მთავარი არხის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს.

ირაკლი კობახიძემ უკვე დაასახელა ის თანხა, რასაც კომპენსაციის სახით სამართლოზე მოითხოვს "ქართული ოცნება", ეს, სავარაუდოდ, 200.000 ლარი იქნება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი