21 იანვარს "უხამსობის" გამო მარეგულირებელი კომისია ბექა ყორშიას სიუჟეტს განიხილავს

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, ერთობლივი მიმართვით აპორტეტსტებენ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის კახა ბექაურის 7 დეკემბრის წერილს, რომლითაც ის მედიასაშუალებებს უხამსობის გავრცელებაში ადანაშაულებდა. ტელეკომპანიების წარმომადგენლები კახა ბექაურს ერთობლივი წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, დარჩეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რადგან მსგავსი საკითხები ტელეკომპანიების მხრიდან ჯერ შიდა რეგულაციას ექვემდებარება, ხოლო მეორე ეტაპზე, სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"მოგვივიდა შეტყობინება, რომ 21 იანვარს ჩაინიშნა სხდომა, სადაც განიხილება ბექა ყორშიას სიუჟეტი, ისინი თვლიან, რომ ეს სიუჟეტი შეიცავდა უხამსობას, რაც არის აბსურდი, იმიტომ, რომ გამოხატვის ფორმა, რომელსაც ეს ჟურნალისტი იყენებს, ცინიზმი, სატირა, ირონია და ასე შემდეგ, სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ეს არის დაცული, მათ შორის ინფორმაციაც, რომელიც შეიძლება გამომწვევია, დაცულია გამოხატვის თავსიუფლებით, ამიტომ კომისიის მხრდან რაიმე მცდელობა, შეზღუდვოს ამგვარი ფორმები, იქნება უკანონო", - ამბობს "მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი.

მისი თქმით, ამაზე გადაწყვეტილებების მიღება კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში საერთოდ არ შედის და უხამსობაზე კანონში გაწერილი ფუნქციების მიხედვით, კომისიამ არ უნდა იმსჯელოს. იურისტის აზრით, მსგავს შინაარსობრივ საკითხებში შეჭრა, უკვე ცენზურას ნიშნავს. 

"არ აინტერესებს არც კანონი, არც ის რა წერია იქ, თუ არ მოსწონს გადაწერს, თუ კიდევ არ მოეწონა, ისე წაიკითხავს, როგორც უნდა. ეს არის მსოფილო სატელევიზიო ისტორიაში წარმოუდგენელი მოვლენა, ასეთი ფიგურა, ის არის ივანიშვილის ჯალათი, რომელსაც დავალებული აქვს, რომ არჩევნების შემდეგ გაუსწორდეს არასახელისუფლებო მედიას", - ამბობს "კავკასიის" დამფუძნებელი, ნინო ჯანგირაშვილი კახა ბექაურის მისამართით. 

შეგახსენებთ, დღეს, 31 დეკემებერს მარეგულირებელმა კომისიამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა "მთავარ არხს" ირაკლი კობახიძის საჩივრის გამო, ხოლო "ფორმულა" დაასანქცირა, დღის მონაკვეთში სერიალ ჩცდ-ს გაშვებისთვის, რომელიც კომისიის აზრით, უხამსობას შეიცავდა და, ამასთან, დაირღვა მაყურებლის ასაკის განსაზღვრის წესი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი