კომუნიკაციების კომისიამ "ფორმულა" სერიალ "ჩცდ"-ს დღის საათებში გაშვების გამო დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ, 31 დეკემბრის სხდომაზე ტელეკომპანია "ფურმულა" დღის ეთერში სერიალ ჩცდ-ს გაშვების გამო დააჯარიმა. კომისიამ მიიჩნია, რომ სერიალის შიგთავსი უხამს ლექსიკას შეიცავდა და დაირღვა მაყურებელთა ასაკის განსაზღვრის წესი. მარეგულირებელი არ დაეთანხმა "ფორმულის" წარმომადგენლის პოზიციას, რომ სერიალში გამოყენებული ლექსიკა პერსონაჟების მახასიათებელია და კონტექსტით არის გამართლებული.

საჩივარი კომისიაში "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა" შეიტანა. ისინი მოითხოვდნენ, რომ სერიალი ეთერიდან ჩახსნილიყო, თუმცა მარეგულირებელმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

კომისიას ჯარიმის ოდენობა დღეს არ დაუსახელებია, თუმცა "ფურმულა" ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბრის სხდომაზე მარეგულირებელმა სამართალდამრღვევად სცნო "მთავარი არხიც", საჩივარი "ქართული ოცნების" სახელით, ირაკლი კობახიძემ შეიტანა. საქმე ეხება არჩევნების მეორე ტურის წინ არხის გადაწყვეტილებას, რომ ყველა პარტიისთვის და ცესკ-სთვის პოლიტიკური რეკლემების გაშვებაზე უარის თქმას.

აქვე გეტყვით, რომ 21 იანვარს მარეგულირებელში კიდევ ერთი სხდომაა ჩანიშნული, სადაც "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას სიუჟეტს განიხილავენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი