ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პატიმრებს ახალი წლის შეხვედრა გისოსებს მიღმა მხოლოდ ერთი მიზეზით მოუწიათ - ისინი ოლიგარქის პატიმრები არიან.
გლდანის ციხესთან პოლიტმატიმრების ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ.
"განსაკუთრებით ვულოცავ პოლიტპატიმრებს და ჩემს მეუღლეს, გიორგი რურუას, ვუსურვებ მალე გათავისუფლებას და სახლში დაბრუნებას. რაც თავარია, სიმართლე არის ჩვენ მხარეს. ის, რომ გიორგი უდანაშაულოდ ზის ციხეში, ეს არა მარტო საქართველოში, არამედ, საზღვრებს გარეთაც ყველამ გაიგო. ამიტომ მე იმედიანად ვარ და მგონია, რომ ამ წელს დასრულდება გიორგის უკანონო პატიმრობა და ვისურვებდი, რომ ზოგადად, პოლიტიკური დევნა საქართველოში დასრულებულიყოს. თავისუფლებას ვუსურვებ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვასაც", - ამბობს გიორგი რურუას მეუღლე, სოფო სიხარულიძე.