
აშშ-ის 7 ტექნოლოგიური გიგანტი - Apple, Microsoft, Amazon, Alphabet, Facebook, Tesla and Nvidia - 2020 წელს, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, $3.4 ტრილიონით გამდიდრდა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
კორონავირუსთან ერთად ცხოვრებამ გაზარდა მოთხოვნა Apple-ის პროდუქციასა და განსაკუთრებით iPhone-ზე, დისტანციური სწავლების პირობებში ბევრი დღემდე იყენებს Microsoft-ის პროდუქტ Teams-ს; დახურული მოლების გამო მთელი მსოფლიო ონლაინ ვაჭრობაზე გადაეწყო, რამაც Amazon გაამდიდრა.
ჩამოთვლილი კომპანიებიდან ყველაზე მეტად Apple-ის საბაზრო კაპიტალი გაიზარდა, რამაც თითქმის $1 ტრილიონი შეადგინა; მეორე ადგილზე Amazon-ია $710 მილიარდით; Microsoft $480 მილიარდით, Alphabet $268-ით, ხოლო Facebook $193 მილიარდით.
კომპანიების წარმატებულობა აისახა მათ მფლობელთა ქონებაზეც. Amazon-ის დამაარსებელი, ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია; მას მოსდევს Tesla-ს აღმსასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი; მე-3 უმდიდრესი ადამიანია Microsoft-ის თანადამფუძნებელი, ბილ გეითსი. მე-5 ადგილზე კი მარკ ცუკერბერგია.