უისკონსინის შტატში ფარმაცევტი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის 500-ზე მეტი დოზა გაანადგურა, დააკავეს.
პოლიციისა და სამედიცინო სფეროს მაღალჩინოსნების თქმით, ფარმაცევტმა ვაქცინის დაახლოებით 570 დოზა მიზანმიმართულად დატოვა მაცივრის გარეთ. ეს ვაქცინის შენახვის პირობების დარღვევაა, რომელიც მას გამოსაყენებლად უვარგისს ხდის.
მაცივრის გარეთ დატოვებული ვაქცინით დაახლოებით 60 ადამიანი აიცრა - თანამშრომლები მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ის უვარგისი იყო. ამის შემდეგ მედიკოსებმა 500-ზე მეტი დოზა უბრალოდ გაანადგურეს.
ვაქცინის შემქმნელმა Moderna-მ კი ოფიციალურ განცხადებაში დაწერა, რომ გაფუჭებული ვაქცინის გაკეთება ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაა, უბრალოდ ის მას კორონავირუსისგან ვერ დაიცავს.
ფარმაცევტი დაკავებისას ამტკიცებდა, რომ ვაქცინის გარეთ დატოვება ადამიანური შეცდომა იყო, თუმცა ოთხშაბათს მან აღიარა, რომ ეს მიზანმიმართულად ჩაიდინა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
აქვე გეტყვით, რომ Moderna-ს ვაქცინამ კორონავირუსის გამწვავებისგან ცდისპირთა 100% დაიცვა.
როგორ მუშაობს კორონავირუსის ვაქცინა შეგიძლიათ იხილოთ აქ.