პანდემიური კულტურის წელიწადი - ხელოვანები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

2020 წელი რთული იყო კულტურის სფეროს მოღვაწეებისთვისაც, რომლებთანაც ხელისუფლებას თითქმის არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია, გაუქმდა ასობით კონცერტი და ღონისძიება, რის გამოც ხელოვანებს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნათ.

ამ მიზეზით ისინი მიმართავენ მთავრობას, რომ მიაქციონ ყურადღება და ითხოვენ, ჩატარდეს კონცერტები რეგულაციების და დისტანციის დაცვით, რომ სადღესასწაულონ დღეების განმავლობაში მაინც მიიღონ გარკვეული შემოსავალი. 

"ძალიან გაგვიჭირდა იმიტომ, რომ სხვა ცხოვრების რეჟიმს მიჩვეულები სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, სინამდვილეში მე უნდა მქონდეს გენერალური რეპეტიცია და საღამოს კონცერტი", - ამბობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი. 

"ალბათ სახელმწიფოც მიხვდება, რომ ასე არ შეიძლება ყველაფრის გაჩერება. ჩვენც მიხვდებით, ისინიც მიხვდებიან და ალბათ განვაახლებთ მუშაობას. 500 კაციან დარბაზში 100 კაცი დაჯდეს და ასე ვითამაშოთ სპექტაკლი, ხომ შეიძლება", - თქვა მსახიობმა, დიმიტრი ტატიშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ ერთადერთი კონცერტი, რომელიც პანდემიის დროს საახალწლოდ ჩატარდა  მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება იყო. 

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა. 

  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადავიდნენ გატანის სერვისზე.
  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
  • ასევე, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

და ხვალიდან კვლავინდებურად იხურება სავაჭრო ცენტრები და უცნობია, როდემდე. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი