
ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის თქმით ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაცია საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა.
ვოლკერისვე თქმით, უცხოელ ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის წამოწყება იმ შემთხვევაში მოუნდებათ თუ პოლიტიკური მდგომარეობა გამოსწორდება.
"უცხოური ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ ისინი იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და ეკონომიკური სისტემა მაღალი ნდობით სარგებლობს. საქართველოს და ყველას ინტერესშია, რომ ქვეყანამ მეტი შემოსავალი მიიღოს და დასაქმება გაიზარდოს"- ამბობს კურტ ვოლკერი.
კურტ ვოლკერის აზრით პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია და იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობაც და მისი ოპონენტებიც გარკვეულ დათმობებზე წავლენ.