ხვალიდან სავაჭრო ცენტრები გაურკვეველი დროით კვლავ იკეტება

გამოქვეყნდა:

2 საათია ქვეყანაში ისევ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს - ღამით გადაადგილების აკრძალვის გარდა, ხვალიდან სავაჭრო ცენტრებმა და მოლებმა მუშაობა კვლავ უნდა შეწყვიტონ. თუმცა, როდემდე იქნებიან ისინი დაკეტილი ჯერ უცნობია.  2 იანვარი სავაჭრო ცენტრებისთვის ბოლო სამუშაო დღე იყო. 

ბიზნეს წარმომადგენლები თავის მხრივ ამბობენ, რომ თითქმის ვერაფერ იმის გაყიდვა ვერ მოახერხეს, რაც ახალი სეზონისთვის სავაჭრო ობიექტებს ნაყიდი ჰქონდათ. მათივე თქმით, ყველა დაწესებულ შეზღუდვასაც ისინი ზედმიწევნით იცავდნენ ამ დღეებში, სანამ მაღაზიები გახსნიი იყო. 

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ამოქმედებული თითქმის ლოქდაუნის შემდეგ მოლებს მუშაობის უფლება ერთი კვირით და შეზღუდული სამუშაო საათებით ჰქონდათ მიცემული. მომხმარებლებს ისინი დილის 7-დან საღამოს 7-მდე ემსახურებოდნენ. 

აქვე შეგახსენებთ, საახალწლოდ სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან მუშაობდნენ. ხოლო 20 კვმ-ზე 1 ადამიანის დაშვება იყო შესაძლებელი. 

მუშაობას კვლავაც განაგრძობს სასურსათო მარკეტები და აფთიაქები. ისევ არ იმოძრავებს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დაკეტილი რჩება ღია ბაზრობებიც 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი