საქართველოში უმძიმეს გაჭირვებაში მცხოვრები ათასობით ბავშვი გემრიელ საჭმელსა და თბილ სახლზე ოცნებოს. მათთვის 31 დეკემბერი ჩვეულებრივი დღეა, რადგან მათ სახლებში არც თოვლის ბაბუა მიდის და არც ნაძვის ხის ქვეშ უტოვებს ვინმე საჩუქარს. მათგან უმრავლესობას სახლში ნაძვის ხე საერთოდ არ აქვს.

ხელისუფლებისგან მიტოვებულები, საახალწლო სასწაულებს მხოლოდ კეთილი ადამიანებისგან ელოდებიან. ხელისუფლება მართალია ამტკიცებს, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ, მაგრამ საპირისპიროს ამბობს კვლევები და თავად ოჯახები, რომელთა შვილებიც კარგ შემთხვევაში პურით კმაყოფილდებიან, ხშირად კი, საერთოდ მშივრები იძინებენ.

შიმშილი თუ არასრულფასოვანი კვება - ამ ტერმინებზეც მხოლოდ "ქართული ოცნება" დავობს.

"არის მომენტი, როცა მხოლოდ პური აქვთ ბავშვებს. მოვიდნენ და ნახონ, როგორ აჭმევენ ბავშვებს" - ამბობს ერთერთი მშობელი.

მთავარი ნატვრა, რომელზეც საქართველოში, უმძიმეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვები ოცნებობენ გემრიელი საჭმელი და თბილი სახლია - ათასობით ბავშვისთვის ახალი წლის  დადგომა კალენდარზე მხოლოდ რიცხვების ცვლილებაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი