"პატრიოტთა ალიანსი" ყველაზე მეტად დაადგა ყელზე ხელისუფლებას - გოჩა თევდორაძე

გამოქვეყნდა:

"პატრიოტთა ალიანსი" ყველაზე მეტად დაადგა ყელზე ხელისუფლებას - ასე აფასებს პარტიის წევრი გოჩა თევდორაძე ერთპარტიული პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ხვალიდან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას სწორედ "პატრიოტთა ალიანსით" იწყებს. 

"პარლამენტში უფლება-მოსილების შესახებ მიმართა 51-მა დეპუტატმა "პატრიოტთა ალიანსის" გარდა. ეს განცხადებები დაიწერა, ჩვენთან შედარებით, გაცილებით ადრე. ჯერ მათ საკითხი უნდა განხილულიყო, ან ერთობლივად განხილულიყო ეს საკითხი. "პატრიოტთა ალიანსი" ყველაზე მეტად დაადგა ყელზე ხელისუფლებას, არ სურს "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში ამიტომაც, ესეთი დაჩქარებული წესით მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის წევრებისთვის უფლება-მოსილების შეწყვეტის საკითხს იხილავს", - ამბობს გოჩა თევდორაძე 

შეგახსენებთ, რომ თევდორაძის თანაგუნდელების ნაწილმა - ავთანდილ ენუქიძემ და დავით ზილფიმიანმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

დავით ზილფიმიანმა დღეს ღია წერილი გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ ქვეყნის მართვა ოპონენტების გარეშე წარმოუდგენელია და ის სწორედ საკანონმდებლო ორგანოდან გეგმავს "ქართული ოცნების" ოპონირებას.

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" სიის წევრებს: ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძესა და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავთ. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი