კრემლი საქართველოს მიტაცებული ტერიტორიების დაკანონებას ცდილობს - გამოხმაურებები თბილისში 

გამოქვეყნდა:

პუტინის მორგი პროვოკაციულ გადაწყვეტიელბას, რომ საქართველოსთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრები დაადგინოს, უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები ოპოზიციისა და თავდაცვის სფეროს ექსპერტების მხრიდან.

ისინი ამბობენ, რომ  "ოცნების" ხელისუფლების არ გაღიზიანების პოლიტიკა გამოიწვია ის, რაც ახლა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მათივე თქით, უკვე წლებია საქართველოს ოკუპაციის საკითხი მეორეხარისხოვანია საერთაშორისო ასპარეზზე და რუსეთს აქვს სრული თავისუფლება აკეთოს ის, რაც უნდა.

"პოლიტიკამ, რომელიც იყო დაფუძნებული კეკლუცობაზე რუსეთთან ვერავითარი შედეგი ვერ მოიტანა. ჩვენი მოქალაქეები იქ არიან უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისში, ადამიანებს იტაცებენ, საპყრობილეში არიან ოკუპანტების და არაფერს არ აკეთებს ჩვენი ხელისუფლება და ახლა კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწია პუტინის მხრიდან ამ ჩარჩოს ძალიან მყარად დაკანონებამ", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ხატია დეკანოიძე 

"ეს არის კიდევ ერთხელ იმის მცდელობა, რომ მოხდეს, როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე, საქართველოს მთავრობაზე, ასევე დასავლეთზე, რომელმაც სამწუხაროდ არ აქვს ძალა, რომ ეს ყველაფერი შეაჩეროს", - თქვა, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ 

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი იყენებს არა მხოლოდ ჰიბრიდული ომის სხვადასხვა მექანიზმებს, არამედ სხვა ფორმებსაც იმისათვის, რომ საქართველოში არსებული ძალიან რთული სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს, აქ მნიშვნელოვანი არის ის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უნდა ატარებდეს",  - ამბობს "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე 

პუტინმა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან საზღვრის დადგენა მიხეილ პეტრაკოვს დაავალა

კრემლის მორიგ პროვოკაციულ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. საგარეო უწყება ამბობს, რომ დოკუმენტებს სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი