პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღო.
დღეს გაირკვევა ბიუროზე - გავა თუ არა სესიაზე მათი უფლებამოსილების საბოლოოდ შეწყვეტის საკითხი
ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო სია არ ჩაუხსნია; ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები კი, შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ.
სწორედ ამის გამო, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა “პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატებით იწყება.
"პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან - გელა მიქაძე, ნანა დევდარიანი და ფრიდონ ინჯია. "პატრიოტთა" სიით პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.