
პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ პუტინის მიერ გაცემული დავალება, რომლის მიხედვითაც მიხეილ პეტრაკოვმა უნდა დაადგინოს საზღვარი დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, კიდევ ერთი შედეგია "ოცნების" რბილი პოლიტიკის. მათივე აზრით, ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გააქტიურება და საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაა.
"რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი არაფერი სიკეთის მომტანი არ არის და საჭიროა პრინციპული პოზიციის დაკავება.. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ვერ იქნება ნომერ პირველ საკთხავ საერთაშორისო არენაზე, მაგრამ უნდა იყოს მეტი აქტიურობა", - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, "ალექსანდრე რონდელის ფონდის" მკვლევარი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან საზღვრის დადგენა მიხეილ პეტრაკოვს დაავალა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის "გაფორმებულ" ე.წ. ხელშეკრულებებს უკანონოდ აფასებს და ამბობს, რომ ამ დოკუმენტებს სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.
"ოცნებაში" კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს რეაქცია პუტინის საზღვრის დადგენის პოლიტიკაზე ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის.