ჩვენი დასჯის მცდელობაა - ინაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე

გამოქვეყნდა:

ერთპარტიულმა პარლამენტმა, პატრიოტთა ალიანსის წევრებს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ "პატრიოტთა ალიანსს" პროპორციული სია ჩახსნილი არ ჰქონდა და ამ სამი დეპუტატისთვის, რომლებიც პარლამენტში შესვლზე უარს ამბობენ, მანდატების შეჩერება, ერთადერთი გზა იყო, რომ სხვა დეპუტატებისთვის, რომელთაც პარლამენტში შესვლა სურთ, მისცენ ამის შანსი.

"პატრიოტთა ალიანსი იყო ერთადერთი პარტია, რომლის სიიდანაც ერთდროულად თან იყვნენ ჩახსნილები სიის წევრები და ამავდროულად სხვა მომდევნო წევრები აცხდებდნენ მზადყოფნას შემოსულიყვნენ. საგამონაკლისო ვერსია გამოდიოდა და ბუნებრივია ჩვენ ტექნიკური თუ ფორმალური საშუალებებით უარს არ და ვერ ვეტყოდით მათ პარლამენტში  შემოსვლაზე. ჩვენ უფრო ადრე განვიხილეთ მათი საკითხი, ვიდრე სხვა დეპუტატების", – ამბობს ერთპარტიული პარლამენტის ერთადერთი ფრაქციის, "ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი, ფიქრობს, რომ მმართველმა პარტიამ პატრიოტთა ალიანსი დასაჯა.

"ქართულმა ოცნებამ" გამოყო მაინდამაინც პატრიოტთა ალიანსის სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, სასწრაფოდ გუშინ დასვენების დღეს შეიკრიბა კომიტეტი, დაგვიკავშირდნენ და გვკითხეს, ხომ არ გადავიფიქრეთ. დავუდასტურეთ, რომ ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება. "ოცნების" მმართველობის სტილი გავს ბოლშევიკურს, ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა", – ამბობს ირმა ინაშვილი.

"პატრიოტთა ალიანსში", ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის გარდა, არჩევნების შედეგების მიხედვით, საპარლამენტო მანდატი ეკუთვნოდა ავთანდილ ენუქიძეს, რომელიც პარლამენტში შესვლას და უფლებამოსილების გამოყენებას აპირებს.

ცნობისთვის, ირმა ინაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 80 ხმით დაუჭირეს, ლომიას 79 ხმით, თევდორაძეს - 78-ით.

ოპოზიცია ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის ცალკეული წევრების პარლამენტში შესვლა ვერ ცვლის იმას, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია.

ოცნებას პატრიოტთა ალიანსის სათადარიგო შემადგენლობიდან პარლამენტში დუბლები შეჰყავს – ოპოზიცია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი