ქმნიან რაღაც აჟიოტაჟს - ვოლსკი პუტინის ახალ დავალებას ენმ-ს აბრალებს

გამოქვეყნდა:

პუტინის მორიგ პროვოკაციულ გადაწყვეტილებას, ე.წ. საზღვრები დაადგინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი, "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს:

"სწორედ ამის საშუალება მისცა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. ეს არის პრობლემა და პრობლემაა კიდევ ის, რომ ამ ძალას კიდევ ჰყავს მხარდამჭერები და თავისი რუპორი მედიასაშუალებები, აქედან გამომდინარე, კიდევ ქმნიან რაღაც აჟიოტაჟს, როდესაც საერთოდ გაჩუმებულები უნდა იყვნენ და ალბათ, უნდა ინანიებდნენ თავის ცოდვებს, რომელიც ჩაიდინეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე" - ამბობს ვოლსკი ჟურნალისტებთან კომენტარში.

კრემლმა გადაწყვეტილება გუშინ, 3 იანვარს მიიღო და საზღვრების დადგენა მიხეილ პეტრაკოვს დაავალა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი