ბრიფინგი, სადაც კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, მხოლოდ სახელისუფლებო მედიებისთვის ჩატარდა.
"მთავარს" არ მიეცა საშუალება დამატებითი კითხვები დაესვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილისთვის.
ინფორმაცია, რომელიც "მთავარმა არხმა" დღეს რამდენიმე საათის წინ გაავრცელა, ჯანდაცვამ მხოლოდ დღის ბოლოს დაადასტურა, ისიც სასურველ მედიასთან.
შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა.