"პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი უკვე დეპუტატები არიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა.

  • ირმა ინაშვილის - ადგილმონაცველად გელა მიქაძის დამტკიცებას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, 
  • გიორგი ლომიას - ადგილმონაცვლედ - ფრიდონ ინჯიას დამტკიცებას 81-მა დეპუტატმა,
  • გოჩა თევდორაძის - ადგილმონაცველად დავით ზილფიმიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის კი - 82-მა.

"უკვე ოპოზიცია წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქიმანობაში", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინაშვილს, ლომიასა და თევდორაძეს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც პოლიტიკოსებმა საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს. პარტიის ეს წევრები თვლიან, რომ არჩევნები გაყალბებულია და ამის გამო დეპუტატობაზე უარს ამბობენ.

ცნობილია, რომ "პატრიოტთა ალიანსიდან" მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე. ირმა ინაშვილი და პარტიის სხვა ლიდერები კი ამბობენ, რომ მათი პოზიცია უცვლელი რჩება და ენუქიძეს აქვს უფლება ისე იმოქმედოს, როგორც სურს.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი