ყველამ კარგად იცის, რომ მე მართული ადამიანი არ ვარ - ზილფიმიანი "ოცნების" მხრიდან ზეწოლაზე

გამოქვეყნდა:

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის და უკვე მეათე მოწვევის პალამენტის დეპუტატის, დავით ზილფიმიანის მტკიცებით, მმართველი გუნდის მხრიდან პარლამენტში შესასვლელად მასზე არანაირი ზეწოლა ან შანტაჟი არ ყოფილა. მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ მართული ადამიანი არაა. 

"მსგავსი რამ ბუნებაში არ ყოფილა და ვინც მე მიცნობს, ის არც თავის თავს აკადრებს ამ შეკითხვას და არც მე მაკადრებს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მე მართული ადამიანი არ ვარ", - თქვა დავით ზილმფიმიანმა. 

მისივე თქმით, ის პოლიტიკოსი არაა და პარლამენტში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიების სფეროდან მივიდა, თუმცა არ ეთანხმება აზრს, რომ პარლამენტში მხოლოდ "პოლიტიკანები" უნდა იყვნენ. 

"არც ბიზნესმენი და არც მეცნიერი, მეცნიერი მითუმეტეს, არ არის უარყოფითი ცნება პარლამენტში ყოფნისთვის, რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი. [..] ვაპირებ იმას, რასაც დღემდე ვაპირებდი ჩემი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის დროს. მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას. მე არ მომწონს ის კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ შეცვლას. ეს ცოტაა?! და მესამე, რა თქმა უნდა, აუცილებლად გასადახედია ის დასტა კანონებისა, რომლებიც მიუღებლად მიმაჩნია და ჩვენს კანონმდებლობაში სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ ჩადებული ნაღმებია, რომლის წაკითხვაც ორჯერ და სამჯერ სხვანაირად შეიძლება და რომლითაც ბევრჯერ ტყუვდება ხალხი და სასამართლოშიც ერთი და იგივე კანონი შეიძლება ორნაირი ფორმით იყოს აღქმული", - განმარტა ზილფიმიანმა.

საქართველოს პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი