2024 წლის შემოდგომაზე იქნება რიგიანი არჩევნები - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ ოპოზიციის წარმომამდგენლებთან, ინდივიდუალურ მოლაპარაკებები შედგა, თუმცა, მმართველი პარტია კომპრომისზე წასვლას მაინც არ აპირებს.

"არც გაზაფხულზე, არც შემოდგომაზე, არცს იმის შემდეგ გაზაფხულზე და არც შემოდგომაზე, მერე გაზაფხულზე და შემოდგომაზე და ა.შ... 2024 წლის შემოდგომაზე, იქნება რიგიანი არჩევნები" - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

"წინადადებეი პარაქტიკულად მოდიოდა მხოლოდ ჩვენგან, იქიდან მოდიოდა უმტიმატუმები, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, წიანდადებები დავაყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ, და მზად ვართ, რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ მსჯელობა წინადადებებთან დაკავშირებით, მათ შორის, საუბარი იყო ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, რაც ბუნებვირივ უნდა იყოს განხილვის საგანი", - ამბობს პარლამენტის გადაყენბული თავმჯდომარე მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.

მანდატების შეჩერბასთან დაკავშირებით კი მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და თქვა, რომ "ტექნიკური თუ ფორმალური საშუალებებით უარს არ და ვერ ვეტყოდით პარლამენტში შემოსვლაზე". 

აქვე მდინარაძემ დასძინა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან არის რეკომენდაცია, რომ ფინალურ ეტაპამდე მოლაპარაებების, სადეპუტატო მანდატები არ შეუწყდეთ არცეულ წევრებს. 

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი კი სავარაუდოდ იანვარში გაიმართება. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი