ლარის გაუფასურებასთან და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად იზრდება საგარეო ვალიც - წელს სახელმწიფო ვალის მოცულობა 32 მილიარდ ლარამდე იზრდება, რაც ქვეყნის ისტორიაში უპეცედენტოა. ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ შეცდომები ხელისუფლებამ კორონავირუსის კრიზისი გამო დამატებით აღებული თანხების სოციალურ სტიმულირებებში დახარჯვის დროსაც დაუშვა.
"ყოველთვის უნდა გქონდეს რესურსი, რომ მართლა ექსტრემალურად თუ დაგვჭირდა მაშინ მოვახიდნოთ მობილიზება სახსრების. რა მოხდა მაგალითად, თუნდაც ამ კოვიდ კრიზისის დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ სანამ კოვიდისთვის ისესხებდა მთავრობა, იქამდეს, სახელწმიფო ვალი მუდმივად იზრდებოდა. ამორალურიცაა, გაყალბებული არჩევნებით ხელისუფელბაში მოსული ადამიანები იღებენ ამ ვალებს და აკისრებენ ჩვენ მომავალ თაობებს გადასახდელად", - ამბობს, ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი.
"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ სოციალური დახმარებების კუთიხთ მიმართვა საგარეო ვალდებულებების ძალიან მოკლევადიანი ეფექტის მომცემია.
"დღეს მემგონი არც არავის ახსოვს, რომ მაგალითად, სექტემბერში, მათ შორის მდიდარი ოჯახის შვილებსაც 200-ლარიანი დახმარება მისცეს, ეს იყო ერთჯერადი დახმარება, რომელიც ძირითადად, ჩემი აზრით, ემსახურებოდა ქართული ოცნებისთვის წინასაარჩევნო ხმების მობილიზებას", - ამბობს გიორგი კეპულაძე.
ექსპერტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ვალის აღების შემთხვევაში ქვეყნის მშპ-ს ზრდა მას ეწეოდეს, რათა დაფარვა შევძლოთ. თუ 2012 წელს სახელწმიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან 30% იყო, 2019 წლის ბოლომდე ეს ციფრი 41%-მდე ავიდა. დღევანდელი მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი 60%-ს გადასცდა.
ამ ყველაფრის პასუხად "ქართულ ოცნებაში" ისევ და ისევ პანდემიას ასახელებენ. მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი კობახიძე დღეს აცხადებდა, რომ "მიზეზი მარტივია და სამწუხაროა, რომ ასეთ თემებთან დაკავშირებითაც კი ოპოზიცია სპეკულირებას ახერხებს".