9 200 ლარი - ეს არის თანხა, რომლის გადახდა თითოეულ ჩვენგანს მთავრობის მოვალეებისთვის მომდევნო წლების განმავლობაში მოუწევს.
ხელისუფლების მიერ ნასესხები კრედიტების მოცულობა წელს რეკორდულ 32 მლდ ლარამდე ადის.
უმძიმესი კრიზისის და რეკორდული უმუშევრობის მიუხადავად კი ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცაზე და ირჩევს ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე ცუდ ვარიანტს - ძველ ვალებს ახალი კრედიტებით ფარავს.
გასულ წელს ქვეყნის ხელისუფლებამ სესხების სახით 10 მლრდ ლარი უკვე აიღო. წელს ბიუჯეტით გათვალისწინებულია კიდევ 5 მლრდ 300 მლნ ლარის ახალი კრედიტების აღება.
ამასთან, ახალი სესხების უდიდესი ნაწილი დოლარშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ლარი მაგალითად 3.40-მდე გაუფასურდა, რიგითი მოქალაქეების მიერ გადასახდელ ვალები 2 მლრდ ლარით მოიმატებს.
საკუთარი არაკომპეტენტურობის გასამართლებლად ოცნების ლიდერებს ერთი ჯადოსნური სიტყვა აქვთ.
2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დღეს სახელმწიფო ვალის თანაფარდობა ეკონომიკასთან 30% იყო. ოცნების 8 წლიანი მმართველობის ბოლოს კი ეს მაჩვენებელი 60%-ზეა. ახლა ერთი მცირე "შოკუნიაც" კი საკმარისია, რომ მთელი ქვეყანა და 3 მლნ მოქალაქე ისეთივე თავისუფალ ვარდნაში აღმოჩნდნენ, როგორშიც ქართული ლარი ბოლო 8 წელია სულს ღაფავს.
კრიზისიდან რომ ქვეყანა 2024 წელზე ადრე ვერ გამოვა, ქართული ოცნების მინისტრებიც კი აღიარებენ.
ხელისუფლების შეცდომებისთვის ფასის გადახდა კი მომავალ თაობებს საკუთარი ჯიბით და საკუთარი მომავლის ხარჯზე მოუწევს.