საველე ჰოსპიტლების მომზადება, ფრენების აკრძალვა... - კლინიკების ასოციაციის რეკომენდაციები ახალი შტამის პრევენციისთვის

გამოქვეყნდა:

საქართველო კორონავირუის მესამე ტალღას სრულიად მოუმზადებელი ხვდება, რამაც ქვეყანა შეიძლება მძიმე მდმომარეობამდე მიიყვანოს - ამის შესახებ კლინიკების ასოციაცია ხელისუფლებას აფრთხილებს. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები ასევე ამბობენ, რომ კლინიკები პანდემიის კიდევ ერთ ტალღას ვერ გაუძლებენ. 

კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი შტამის ვირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული. სწორედ ამიტომ, მიმართავენ მთავრობას, რომ პირველ რიგში დაიწყოს კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის ტესტირება და ამაში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთოს და მედიკოსთა ჯგუფით დახმარება გაუწიონ. ასევე სამი კვირის განმავლობაშ ჩაიკეტოს საქართველოს საზღვარი, შეწყდეს ფრენები და მათი მთავარი მოთხოვნა არის, რომ საველე ჰოსპიტლების მომზადება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

"ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია გაიზარდოს 10-15 იანვრიდან. მაგრამ ვითარებას უფრო ძაბავს და ართულებს ახალი მუტაგენური შტამის არსებობა. ნამდვილად, ოფიციალური მონაცემები ეს არ არის 100%-იანი, ამიტომ არის ვარაუდი იმისა, რომ ვირუსის ახალი შტამი მუტაგენური, უკვე გავრცელებულია. მისი სწრაფი გავრცელება არის მოსალოდნელი და სწრაფად გავრცელებას მოჰყვება მძიმე მესამე ტალღა, რომლესაც ჯანდაცვის სისტემა, როგორც პირველადი რგოლი, ასევე კლინიკური სექტორი ნამდვილად ვერ გაუძლებს", - ამბობს საქართველოს კლინიკების ასოციაციების პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია 

აქვე გეტყვით, რომ დღეს საღამოს ტაძრებში საშობაო ლიტურგია წიყება. ამ წუთებში კი, საკოორდინაციო საბჭოს სხდომ მიმდინარეობს, დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.

საველე ჰოსპიტლების მომზადება, ფრენების აკრძალვა... - კლინიკების ასოციაციის რეკომენდაციები ახალი შტამის პრევენციისთვის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი